სროლა გიუმრიში – დაჭრილია 30 წლის მამაკაცი

სომხეთის ქალაქ გიუმრიში სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც “სპუტნიკს“ ექიმმა არმენ ხაჩატრიანმა აცნობა, დაჭრილი არმენ აკოპიანია. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად  მისი მდგომაროება სტაბილურია.
პოლიციამ შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები