სომხეთში ნარკომანების რაოდენობის მიხედვით ერევანი პირველ ადგილზეა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით რესპუბლიკაში 6010 ნარკომანია რეგისტრირებული. მათ შორის 2345 ოპიუმს მოიხმარს, 3665 მარიხუანის მომხმარებელია, ხოლო ორი პირი კოკაინის მომხმარებელი. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკს“ სომხეთის ნარკოლოგიური ცენტრის უფროსის მოადგილემ, ასია გრიგორიანმა აცნობა.
მისივე ინფორმაციით, წელს პირველად დარეგისტრირდნენ 16 და 18 წლის ნარკოდამოკიდებული ადამიანები.  ყველაზე მეტი ნარკომანი 28-დან 49 წლამდე ასაკისაა. ნარკომანების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზეა ერევანი, შემდეგ მოდის არმავირის ოლქი, ხოლო მესამე ადგილზე კოტაისკის ოლქია.
გრიგორიანი აცხადებს, რომ ნარკომანების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ნარკოტიკების შეძენა სულ უფრო მარტივი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები