მამობის დასადგენად, სალვადორ დალის ნეშტს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ცნობილი ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ნეშტს ექსჰუმაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.  ექსპერტიზა მამობის დასადგენად ჩატარდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ მიიღო. დალის პირადი ნივთებიდან, რომლებსაც შეიძლება ექსპერტიზა ჩაუტარდეს, აღარაფერი დარჩა.
2015 წელს 59 წლის პილარ აბელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მან განაცხადა, რომ დალის შვილია და მემკვიდრეობის ნაწილი მოითხოვა. აბელი აცხადებს, რომ დედამისს, ანტონია მარტინეზ დე აროს და ცნობილ მხატვარს 1955 წელს რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდათ, როდესაც ისინი ერთ სოფელში მეზობლად ცხოვრობდნენ.
მოპასუხე მხარედ ესპანეთის სამეფო და სალვადორ დალის ფონდი გამოდიან. სწორედ ფონდს ეკუთვნის ცნობილი მხატვრის ნამუშევრები.
სალვადორ დალი 1989 წელს გარდაიცვალა. ის ფერწერაში სიურეალიზმის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურაა. ესპანეთში არსებული ფერმწერის ტილოების საერთო ფასი 325 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები