მაკრონმა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დაადანაშაულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესორია და ეს ცნობილი ფაქტია.

„აგრესორი არის რუსეთი და არა უკრაინა. ყირიმის ანექსია უკანონოა, შესაბამისად, ყველა ხედავს, თუ ვინ დაიწყო ეს ომი და ვინ შექმნა ეს სიტუაცია“, – განაცხადა მაკრონმა პარიზში, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ.
პოროშენკომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც შესაბამისი საბუთებიც აღმოაჩნდათ. ეს მტკიცებულებები პოროშენკომ მაკრონს აჩვენა.

„ახლა რუსეთი ვეღარ იტყვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მისი რეგულარული ჯარი არ არსებობს“, – განაცხადა პოროშენკომ.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების და რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები