ნიდერლანდების ცეკვის თეატრი თბილისს პირველად ეწვევა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე,  28 და 29 ივნისს, 19:00 საათზე, ნიდერლანდების ცეკვის თეატრი  2 (NDT 2)-ის ორი საღამო გაიმართება.
მსოფლიოს წამყვანი თანამედროვე ცეკვის თეატრი ყოველწლიურად 115 000 ათასი მაყურებლის წინაშე გამოდის მსოფლიოში. დასი თბილისს პირველად ეწვევა და ოპერის თეატრში ორ წარმოდგენას გამართავს.
NDT 2 მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე დასია, რომელსაც ქორეოგრაფი პოლ ლაითფუტი ხელმძღვანელობს. დასი 1959 წელს დაარსდა და  მდიდარი რეპერტუარი შექმნა, რომელიც 600-ზე მეტი ბალეტისგან შედგება. მათი ავტორები არიან: ირჟი კილიანი, ჰანს ვან მანენი; ხოლო დასის ქორეოგრაფები: სოლ ლეონი და პოლ ლაიტფუტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები