ერაყელი გენერალი: მოსულს მთლიანად რამდენიმე დღეში ავიღებთ

ერაყელი სამხედროები უახლოეს მომავალში, მთლიანად ქალაქ მოსულის გათავისუფლების პირობას დებენ. როგორც სააგენტო „როიტერს“ გენერალ-ლეიტენანტმა, აბდულ განი ალ-ასადიმ აცნობა, ქალაქისთვის ბრძოლა რამდენიმე დღეში დასრულდება.

„ექსტრემისტები მოსულის მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებენ. მათი მარცხი გარდაუვალია“, – განაცხადა გენერალმა.

ამჟამად ბრძოლები ქალაქის დასავლეთ ნაწილში გრძელდება, სამხედროები აცხადებენ, რომ “ბოევიკების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 2 კვადრატულ კილომეტრს არ აღემატება.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მოსული ერაყში ისლამური სახელმწიფოს არაოფიციალური დედაქალაქი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები