დიდმა ბრიტანეთმა უახლესი ავიამზიდი ზღვაში ჩაუშვა (ფოტოკოლაჟი)

დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საბრძოლო ხომალდი, ავიამზიდი „ქუინ ელიზაბეტი“ (Queen Elizabeth) ზღვაში ჩაუშვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ავიამზიდის სიგრძე სამ ფეხბურთის მოედანს უდრის. მისი წყალწყვა 65 ათას ტონას შეადგენს. გემის მშენებლობა 7,6 მილიარდი დოლარი დაჯდა.
ქუინ ელიზაბეტი“ რამდენიმე წლის განმავლობაში შემოწმებას გაივლის და მწყობრში 2021 წელს ჩადგება. ეკიპაჟი ათასზე მეტი ადამიანისგან  შედგება, გემის ბორტზე 40 ერთეული ბრიტანული და ამერიკული  საბრძოლო თვითმფრინავი განთავსდება.
ამჟამად დიდ ბრიტანეთს არც ერთი მოქმედი ავიამზიდი არ აქვს. ამ კლასის ბოლო ხომალდი, „ილასტრიესი“ ბრიტანეთმა 2016 წელს თურქეთს მიჰყიდა.
ქუინ ელიზაბეტის“ გარდა დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთ, ანალოგიურ ავიამზიდს აშენებს. მისი სახელი „პრინს ოფ უელსი“ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები