ტრამპმა რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით, მუსლიმანებისთვის საზეიმო ვახშამი არ ჩაატარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მუსლიმანებისთვის წმინდა დღესასწაულის, იდ ალ-ფიტრის დასრულებასთან დაკავშირებით, საზეიმო ვახშამი არ ჩაატარა. გამოცემა “The Hill”-ის ინფორმაციით, ეს ტრადიცია აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დაამკვიდრა და მას ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა იცავდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი და მისმა ცოლი მისალოცი განცხადებით შემოიფარგლნენ.
ალ-ფიტრთან დაკავშირებით, საზეიმო ვახშამი აშშ-ში 1996 წლიდან ტარდება და მას მუსლიმანური საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები