ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, ჩინეთის ციხიდან გაათავისუფლეს

ჩინეთში ნობელის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაობო, რომელსაც სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხიდან გაათავისუფლეს. ცნობილ უფლებადამცველს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინდა. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.
ადვოკატების ინფორმაციით, ლიუ სიაობო ქალაქ შენიანში საავადმყოფოში იმყოფება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლას არ აპირებს.
ლიუ სიაობო 2008 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც ჩინეთში დემოკრატიულიო რეფორმების გატარების აუცილებლობის შესახებ ქარტიას ხელი მოაწერა. მას სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ ქმედებისთვის 11 -წლიანიპატიმრობა მიუსაჯეს.
2010 წლის ოქტომბერში მას ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის  ნობელის პრემია მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები