ქაშმირის შტატში შეტაკების შედეგად ორი „ბოევიკი“ და სამი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა

ორი „ბოევიკი“ დაიღუპა და სამი ინდოელი სამხედრო დაიჭრა ქაშმირის შტატში მომხდარი შეტაკების შედეგად. შეტაკება ქალაქ შინაგარში სკოლის მახლობლად მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ინდოელი სამხედროების ინფორმაციით, „ბოევიკები“ შაბათს ინდოეთის სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ, რის შედეგად ერთი ოფიცერი დაიღუპა. ამის შემდეგ ტერორისტები ერთ-ერთი სკოლის შენობაში მიიმალნენ, რომელსაც ინდოელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს.
ამის შემდეგ აქ ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ქაშმირის შტატის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანები არიან. ადგილობრივი სეპარატისტები ინდოეთისგან ამ რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები