„ისლამურმა სახელმწიფომ“ ოჰაიოს შტატის გუბერნატორის საიტზე კიბერშეტევა განახორციელა

აშშ-ის ოჰაიოს შტატის გუბერნატორის საიტზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ კიბერშეტევა განახორციელა. ექსტრემისტებმა საიტზე დაჯგუფების მხარდამჭერი მოწოდებები გამოაქვეყნეს.

კერძოდ, დაჯგუფების მიერ საიტზე გამოქვეყნებულ ტერაქტში წერია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუსლიმანურ ქვეყნებში დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთისთვის პასუხს აგებს.

„მე მიყვარს ისლამური სახელმწიფო“ – წერია მოწოდების ბოლოს.

გუბერნატორის საიტზე შესვლისას, არაბულ ენაზე აუდიოჩანაწერი ირთვებოდა, რომელიც მუსლიმანებს ლოცვისკენ მოუწოდებდა.

ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფება Team System Dz . ჰაკერულ ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ვებგვერდი აქვს გატეხილი.

მოგვიანებით ოჰაიოს შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ვებგვერდის ნორმალური მუშაობა აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები