სვანური კოშკის გაწმენდითი სამუშაოები იწყება

სოფ. ჩვიბიანში 22 ივნისს ჩამოშლილ სვანური კოშკის გაწმენდით სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რესტავრატორთა ჯგუფი ორშაბათიდან დაიწყებს.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, 25 ივნისს სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა დანგრეული კოშკის ანაზომები აიღო და სარეაბოლიტაციო სამუშაოების დასაწყებად პროექტირების ეტაპისთვის სპეციალური ანგარიში მომზადდება.
ჩარკვიანების საგვარეულო კოშკის მეპატრონეებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა, რომლის დროსაც განისაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახელმწიფოს მიერ აღდგენის სავარაუდო ვადა. არსებული გათვლებით, რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს, დიდი ალბათობით მიმდინარე წელსვე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები