ლონდონში საპროტესტო აქციის დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა

საპროტესტო აქციის დროს ლონდონში ექვსი პოლიციელი დაშავდა. მათგან ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შეტაკებების დროს მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. ოთხი ადამიანი დაკავებულია.
აქციის მონაწილეები სტრეტფორდის რაიონის პოლიციის უფროსს შეხვდნენ. მას მომიტინგეები იმ პირთა დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს, რომლებმაც 25 წლის ედირ ფრედერიკო და კოსტას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგად ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულის ნათესავები აცხადებენ, რომ საავადმყოფოში მიყვანისას მას თავი ჰქონდა გატეხილი, კისერი მოტეხილი და შარდის ბუშტი დაზიანებული. თუმცა პოლიციის მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ და კოსტას ტანზე
ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები