კოლუმბიაში ტურისტებით სავსე გემი ჩაიძირა

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 170 ტურისტი იმყოფებოდა. სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. კიდევ 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 133 ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს. კატასტროფა პენიოლის წყალსაცავზე მოხდა.  თვითმხილველების ინფორმაციით, გემი 5 წუთში ჩაიძირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები