ტერაქტი მოსულში – დაღუპულია 12 ადამიანი

ერაყის ქალაქ მოსულში ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.
ტერაქტი ლტოლვილთა კოლონის მახლობლად მოხდა, რომლებიც ქალაქის დატოვებას ცდილობენ. რამდენიმე დღის წინ ერაყის სამთავრობო ძალებმა სპეციალური დერეფნები შექმნეს, რომლითაც ქალაქის მოსახლეობამ მისი დატოვება შეუძლია.
მოსულში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები” კვლავ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს აკონტროლებენ. მოსულში 200-მდე ტერორისტი რჩება.
მოსული ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქი იყო. მისი გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბრიდან გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები