მაკრონი და შვარცენეგერი ტრამპს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ცნობილმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა ვიდეიმიმართვა ჩაწერეს, რომელშიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკეს. კერძოდ, შვარცენეგერი ამბობს, რომ მისთვის მაკრონთან შეხვედრა დიდი პატივია და ისინი „მომავლის სუფთა ენერგიის შესაქმენლად ბევრს იმუშავებენ“. მაკრონმა კი მიმართვაში თავისი ცნობილი ფრაზა გაიმეორა – „კვლავ გავხადოთ ჩვენი პლანეტა დიდებული“. ეს ფრაზა ემანუელ მაკრონმა პირველად პრეზიდენტად არჩევის შემდეგ წარმოთქვა, რითიც ტრამპის ცნობილი ფრაზა „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“ გადააკეთა. ამის შემდეგ მაკრონმა კლიმატის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტის, „ანტი-ტრამპის“ რეპუტაცია დაიმკვიდრა. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის ბრძანებულებას ხელი მოაწერა.