AirAsia X-ის თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო ავსტრალიაში დაბრუნდა (ვიდეო)

მალაიზიური ავიაკომპანია AirAsia X-ის თვითმფრინავი, რომელიც ავსტრალიის ქალაქ პერტიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, შუა გზიდან ავსტრალიაში დაბრუნდა. ამის მიზეზი ძრავში არსებული ტექნიკური პრობლემები გახდა. მგზავრები იხსენებენ, რომ „თვითმფრინავს ისეთივე ვიბრაცია ჰქონდა, როგორიც სარეცხის მანქანას აქვს“. შესაბამისი ვიდეოები ინტერნეტში გავრცელდა. ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ ინფორმაციით, ქალაქ პერტის აეროპორტში ავარიული ავიალაინერის დაფრენისას სამაშველო სამსახურების სრული მობილიზაცია გამოცხადდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები