ნიუკასლში ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა, რომლებიც ბაირამს აღნიშნავდნენ

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლში ავტომობილი მუსლიმანების ჯგუფს დაეჯახა, რომლებიც ურაზა ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. დაშავებულია 6 ადამიანი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. პოლიციამ მძღოლი დააკავა, რომელიც 42 წლის ქალი აღმოჩნდა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ. რამდენიმე დღის წინ ლონდონში მიკროავტობუსი მუსლიმანთა ჯგუფს შეეჯახა, რომლებიც მეჩეთთან იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები