თურქეთში 5 სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 5 სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს. ამის შესახებ „ანადოლუ” იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით. დაკავებულთა შორის 2 თურქი და სამი სირიელია. სირიის მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მოხვდნენ და ტერორისტული შეტევების განხორციელებას გეგმავდნენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია თურქეთის დაზვერვამ და ჰათაის პროვინციის პოლიციამ ერთობლივად ჩაატარეს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები