დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე კიბერშეტევა განხორციელდა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე კიბერშეტევა განხორციელდა.
ჰაკერების თავდასხმის მიზანი დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტები იყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ჰაკერებმა პირველ რიგში იმ დეპუტატების ელექტრონული ფოსტების გატეხვა სცადეს, რომლებსაც მარტივი პაროლი ჰქონდათ.
ამჟამად კიბერშეტევის გამოძიება მიმდინარეობს. მასში კიბერუსაფრთხოების ნაციონალური ცენტრი მონაწილეობს.
მიმდინარე წლის მაისში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შედეგად მთელი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოვიდა საავადმყოფოების კომპიუტერული სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები