პაკისტანში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ბაჰავალურში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბანზინმზიდის ამობრუნების შემდეგ ადგილობრივები მასთან მივარდნენ, რათა დაღვრილი ბენზინი შეეგროვებინათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.
ზოგიერთი ადამიანი მთლიანად დაიწვა და მათი ცხედრების ამოცნობა მხოლოდ დნმ ექსპერტიზის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები