პუტინი ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩავიდა, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
კერძოდ, პუტინი ბავშვთა ცენტრ „არტეკში“ ჩავიდა, რომელიც ადრე პიონერთა ბანაკი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა  ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
არტეკი“ მსოფლიოში ბავშვთა ყველზე დიდი ცენტრია. ის ცხრა უფრო მცირე ზომის ბანაკისგან შედგება. “არტეკი“ ყველაზე ცნობილი პიონერთა ბანაკი იყო საბჭოთა კავშირში.
2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „არტეკის“ რეაბილიტაციისთვის 11 მილიარდ რუბლს დახარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები