მოსულში დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტი გარდაიცვალა

ფრანგი ჟურნალისტი ქალი – ვერონიკ რობერი, რომელიც ერაყის ქალაქ მოსულში ბომბის აფეთქების დროს დაიჭრა, გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი” იუწყება.
ჟურნალისტთა ჯგუფი მოსულის ძველი ქალაქის მახლობლად იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა. ადგილზე ფრანგი და ქურთი ჟურნალისტები დაიღუპნენ, კიდევ რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.
მოსულში ჟურნალისტები ტელეკომპანია  France 2-ვის გადაცემას   Envoyé spécial (სპეციალურ კორესპონდენტს) ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები