2017 წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 ათასზე მეტი ლტოლვილი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში წელს 2108 ლტოლვილი დაიღუპა. ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ზღვის გავლით, ევროპაში ჩასვლა 84 ათასმა ლტოლვილმა მოახერხა.
რამდენიმე დღის წინ, იტალიის ტერიტორიულ წყლებში მაშველებმა 108 ლტოლვილი გადაარჩინეს. 7 დღის განმავლობაში კი ხმელთაშუა ზღვაში,  საერთო ჯამში, 2500 ლტოლვილია გადარჩენილი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს ევროპაში 216 ათასი ლტოლვილი ჩავიდა, 2911 კი გზაში დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები