„როიტერი“ – ალ ბაღდადი დაღუპულია, საუბარი მის შემცვლელებზე მიდის

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი დაღუპულია და ამჟამად საუბარი მის შემცვლელებზე მიდის. ტერორისტული დაჯგუფების მომავალი ლიდერი, სავარაუდოდ, სადამ ჰუსეინის არმიის ერთ-ერთი ყოფილი ოფიცერი გახდება, რომელიც ალ-ბაღდადის უახლოესი თანამებრძოლი იყო.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ ბაღდადი სირიის ქალაქ რაქაში რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
დაჯგუფების ახალი ლიდერის დანიშვნას მისი მმართველი ორგანოს რვა წევრის თანხმობაა საჭირო. „ისლამური სახელმწიფოს“ საბჭოს რვა წევრიდან ექვსი ერაყელი, ერთი იორდანიელი და ერთი საუდის არაბეთიდანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები