უბედური შემთხვევა თურქეთის აკვაპარკში – დენის დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა

თურქეთის აკვაპარკში დენის დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.  დაღუპულთა შორის სამი მოზარდია. ინციდენტი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ერთ-ერთი დაღუპული აკვაპარკის დირექტორის შვილია. ორი ადამიანი მოზარდების დასახმარებლად წყალში ჩახტა და დაიღუპნენ. კიდევ ორ ადამიანს დენმა აუზის მოაჯირის შეხებისას დაარტყა, საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ.
ტრაგიკული შემთხვევა, სავარაუდოდ, ელექროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები