რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია: ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს

ცნობილ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. ამის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ1 ჩადენილი, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ და მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების ორგანოთა მიმართ სოციალური მხარდაჭერის დაკარგვის დაუშვებლობისთვის არის მიღებული“ – წერია რუსეთის ცესკოს განცხადებაში. ამასთანავე საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნავალნის მხარდაჭერის შტაბების მოქმედება კანონს არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ეს ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები