მაკრონი – მიგრანტების მიღება ევროპისთვის ღირსების საქმეა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მიგრანტების მიღება ევროპისთვის ღირსების საქმეა. „ჩვენ ბრიუსელში მიგრაციული კრიზისი განვიხილეთ. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და გადაწყვეტილებაც საერთო უნდა იყოს“, – განაცხადა მაკრონმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ტერმინების „ლტოლვილი“ და „მიგრანტი“ გაყოფა. „ლტოლვილები არ არიან უბრალო მიგრანტები, არამედ ადამიანები, რომლებმაც თავისი ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის ან პოლიტიკური სიტუაციის გამო დატოვეს. მაკრონმა აღიარა, რომ ეს პრობლემა ევროპაში კიდევ დიდ ხანს იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები