მამაკაცს, რომელიც ლონდონის მეჩეთთან ქუჩაში გამვლელებს ავტომობილით შეეჯახა, ბრალი წაუყენეს

მამაკაცს, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მეჩეთთან ქუჩაში გამვლელებს შეეჯახა, ტერორიზმის ნიადაგზე მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. 47 წლის დარენ ოსბორნი ფინსბერი პარკთან 19 აპრილს მომხდარი თავდასხმის შემდეგ დააკავეს. ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 10 დაშავდა. დიდ ბრიტანეთში ბოლო დროს რამდენიმე სისხლიანი ტერაქტი მოხდა, თუმცა მუსლიმანებზე მსგავსი ტიპის თავდასხმა პირველად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები