ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა ჯარიმით შეცვალა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით „ბარსელონას“ თავდამსხმელს, ცნობილ არგენტინელ ფეხბურთელს ლიონელ მესის 21 თვიანი პატიმრობა ჯარიმით შეუცვალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სააგენტო EFE-ს ინფორმაციით, მესიმ 255 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. ფეხბურთელმა 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა უკვე გადაიხადა.
მესი რეალურ სასჯელს არ იხდიდა. ესპანეთის კანონმდებლობით, 2 წლამდე ნაკლები განაჩენის შემთხვევაში პატიმრობა გათვალისწინებული არ არის.
გასულ წელს ლიონელ მესი და მამამისი სასამართლომ 4,1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები