პეტრო პოროშენკო ივლისში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ივლისში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ პოროშენკომ ბრიუსელში განაცხადა, “უკრინფორმის“ ინფორმაციით, ეს პოროშენკოს პირველი სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში.

პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რეფორმების ჩატარება ჩააგდო.

„მე არ ვიცი, რას აკეთებს უკრაინაში სააკაშვილი, რადგანაც ის აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ მე მომეხმაროს, მაგრამ შედეგებს თქვენც ხედავთ – მან ვერაფერი გააკეთა იქიდან, რაც მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები