მთაწმინდის პარკში ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

25 ივნისს, 13:00 საათზე, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინიციატივით, მთაწმინდის პარკშიხელოვნების ფესტივალი Mtatsminda Art Fest -ი გაიმართება.
როგორც „კვირას“ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა. შესრულდება წყალზე ხატვა.
19:00 საათიდან 22:00 საათამდე ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე ბენდი – UNLIMITED და თაზო ბალაშვილი იზრუნებს, ხოლო 22:00 საათიდან ღამის 03:00 საათამდე დიჯეი Flok-ი დაუკრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები