ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის ნაცვლად, 2018 წელს ჩატარდება

ავღანეთის პარლამენტში არჩევნები 2018 წლის 7 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნაჯიბულა აჰმადზაიმ განაცხადა. პარლამენტის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებიც ჩატარდება.
ამჟამინდელ პარლამენტს უფლებამოსილება 2015 წელს ამოეწურა, თუმცა ავღანეთში არსებული რთული სიტუაციის გამო, არჩევნების ჩატარება ვერ ხერხდებოდა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ უსაფრთხოების პრობლემები, რის გამოც არჩევნები გადაიდო, დღესაც აქტუალურია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მთავრობას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდება. მან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები