გამოფენა: „თანავარსკვლავედი“ – თანამედროვე ხელოვნება ჩინეთში“ გაიხსნება

23 ივნისს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში ოფიციალურად გაიხსნება გამოფენა: „თანავარსკვლავედი“ – თანამედროვე ხელოვნება ჩინეთში“.
როგორც „კვირას“ ეროვნული გალერეიდან აცნობეს, მონაწილე მხატვრები არიან: აი ვეივეი, ჰუ შიაოიანი, ლი შურუი, ლიუ ვეი, ლუ პინგიანი, ლუ შანჩუანი, მა ქიუშა, ვან გუანგლი, ვანგ სიშუნი, ვანგ იუანგი, ში მოლინი, შიუ ქუ, შიუ ზენი, იან შინგი, ზანგ დინგი, ზანგ ზენიუ, ზაო იაო, ზაო ზაო.
ექსპოზიცია აერთიანებს თანამედროვე ჩინელ ხელოვანებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ჩინეთის დღევანდელ ხელოვნებაზე − მათი ავანგარდისტული ნამუშევრები პოლიტიკური ისტორიის, სოციალური და ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებს ასახავს.
გამოფენა ეხმიანება „აბრეშუმის გზას“ და მის ისტორიას და წარმოაჩენს ჩინური ხელოვნების განსაკუთრებულ მაგალითებს.
პროექტი განხორციელდა კოლექციონერ ჯონ დოდელანდეს მხარდაჭერით. გამოფენის კურატორია ამი ბარაკი. მედიამხარდამჭერი: ოლგა ბაბლუანი BIO International.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები