ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ “ტვიტერში” ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა დაწერა.
„შეთანხმება მიღწეულია. მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა“, – დაწერა ტუსკმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სანქციები 6 თვით გაგრძელდა. ამჟამად მოქმედი სანქციების ვადა 31 ივლისს იწურებოდა.
ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა მოსკოვის რეაქცია. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა ამ გადაწყვეტილებას „ევროკავშირის დიპლომატიის მორიგი მარცხი“ უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირი კიევის ანტირუსული პოლიტიკის მძევლად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები