თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი დაიწყო

22-27 ივნისს ბორჯომში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი დაიწყო. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 58 პიანისტი 6 ქვეყნიდან – უკრაინა, რუსეთი, სლოვენია, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. კონკურსი 4 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება. ასაკობრივი ზღვარი – 6-დან 25 წლის ჩათვლით.
23-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება მოსმენები, ხოლო 27 ივნისს, 18:00 საათზე – გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და კონცერტი.
ჟიურის თავჯდომარედ ნიუ-იორკიდან ჩამოვა მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსი –  სერგეი ბაბაიანი.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს დაარსდა. იგი ატარებს ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის სახელს. კონკურსის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები