სოხუმი საქართველოს ხელისუფლებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართა.
დე ფაქტო უწყება ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზურმა და ოსურმა მხარემ ჟენევის დისკუსიების მე-40 რაუნდზე ლტოლვილების შესახებ საკითხის განხილვა გააპროტესტეს. ასევე, მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის ბოლოდროინდელი გააქტიურების გამო.
ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი, 41-ე რაუნდი მიმდინარე წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.