ტილერსონს და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ტელეფონით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა. ლავროვის თქმით, რუსეთზე სანქციების მეშვეობით, მიზნის მიღწევა ილუზორულია. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები რთულ პერიოდს განიცდის და ასეთი ქმედებები მათ კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს. ტილერსონმა და ლავროვმა სირიაში არსებული მდგომარეობაც განიხილეს. მხარეებმა უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები