ტერეზა მეი დიდ ბრიტანეთში მყოფი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მუდმივი საცხოვრებელი უფლების მიცემის ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში 5 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში მუდმივად მყოფ ევროკავშირის მოქალქეებს მუდმივი ცხოვრების უფლება მიეცეთ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს სტატუსი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ამ ადამიანებს ბრიტანეთში ცხოვრების და სოციალური შეღავათებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
ტერეზა მეიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი წინადადება იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ ანალოგიურ უფლებას ევროკავშირში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მიანიჭებენ.
დიდ ბრიტანეთში ამჟამად ევროკავშირის 3,2 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში – მუდმივად 1,2 მილიონი ბრიტანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები