ტრამპმა „რესპუბლიკელებთან“ და „დემოკრატებთან“ პიკნიკი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ პარტიის წევრებს არაფორმალურ სიტუაციაში შეხვდა. პრეზიდენტის პიკნიკი ყოველწლიურად იმართება.
არაფორმალური შეხვედრის დროს ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის შუღლი დასრულდება და ისინი თანხმობას მიაღწევენ.
„იმედი მაქვს, რომ ის ერთიანობა, რომლის დემონსტრირება დღეს მოხდა, „რესპუბლიკელებს“ და „დემოკრატებს“ შორის უფრო გაღრმავდება და განვითარდება“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა პრეზიდენტის პიკნიკს შესანიშნავი ტრადიცია უწოდა და განაცხადა, რომ კონგრესის რამდენიმე წევრს უკვე დაუმეგობრდა.
პიკნიკზე აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპიც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები