“ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაწყებულ საქმეს, იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცით და საზოგადოებაც რწმუნდება იმაში, რომ გვაქვს შეუდარებლად კარგი კონსტიტუცია”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„მე არ მგონია, ვინმეს ჰქონოდა ილუზია იმის შესახებ, რომ ოპოზიცია მხარს დაგვიჭერდა და დადებითად შეაფასებდა რეალურად დადებით და პოზიტიურ პროცესს.
მით უმეტეს, როდესაც გეზარება ქუთაისში ყოფნა კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და აზრი ეკარგება, შენი აზრით, ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ არგუმენტები აღარ გაქვს, ალბათ საუკეთესო გამოსავალია, რომ ბოიკოტი გამოაცხადო და რამენაირად ჩრდილი მიაყენო ამ პროცესს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაწყებულ საქმეს, იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცით და საზოგადოებაც რწმუნდება იმაში, რომ გვაქვს შეუდარებლად კარგი კონსტიტუცია და იმაში, რომ ის ჩვენ უნდა მივიღოთ აუცილებლად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები