ვენესუელაში სამხედრო პოლიციელმა საპროტესტო აქციის მონაწილე მოკლა (ფოტოკოლაჟი)

ვენესუელაში სამხედრო პოლიციიის წარმომადგენელმა საპროტესტო აქციის მონაწილე მოკლა. საპროტესტო აქცია ვენესუელის შეიარაღებული ძალების ავიაბაზასთან გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ვენესუელის შს მინისტრის, ნესტორ რევეროლის ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის სერჟანტი, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, კანონის წინაშე წარდგება. „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ სამხედრო პოლიციის ორი წარმომადგენელი მომიტინგეებს ცეცხლსასროლ იარაღს ესვრის, ხოლო მომიტინგეები სამხედრო პოლიციელების მიმართულებით ქვებს ისვრიან.
ვენესუელაში ბოლო თვეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, საერთო ჯამში, 76 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები