პაკისტანში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ ქუეთაში, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი, მათ შორის, პოლიციის 4 ოფიცერი დაიღუპა და 15 ადამიანი დაიჭრა. ტერაქტი პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. ქალაქი ქუეთა ავღანეთის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ის ბალუჩისტანის პროვინციის დედაქალაქია, სადაც „თალიბანი“ და სხვა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები მოქმედებენ.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ამ რეგიონში  რამდენიმე ტერაქტი მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები