ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ძრავი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ძრავის კიდევ ერთი გამოცდა ჩაატარა. ბოლოს მსგავსი ტიპის გამოცდა მარტში ჩატარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მაშინ განაცხადა, რომ მის ქვეყანას კოსმოსში მსოფლიო დონის თანამგზავრების გაშვების შესაძლებლობა ექნება.
აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ძრავი ბალისტიკურ რაკეტაში იქნება გამოყენებული, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.
ბოლო თვეებში, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე გამოცდა ჩაატარა. ეს ფაქტი გაეროს უშიშროების საბჭომ კატეგორიულად დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები