სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები გონივრული  კრიტიკის ფარგლებს სცდება.
“ასეთი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გადასცდა. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, კონსტიტუციას უგულებელყოფს, ესე იგი არ დაიცავს და ვერ იქნება მისი გარანტორი, ანუ თავის მთავარ ვალდებულებაზე უარს ამბობს…
რაღა უნდა ითქვას? ნათელზე ნათელია, რომ შეუდგა პოლიტიკურ ბრძოლას, ამოირჩია მოკავშირეები და მიდის ღია კრიზისისკენ…
ან იმედი აქვს, რომ გადააყენებენ ან თვითონ აპირებს გადადგომას და ამით არჩევნების გამოწვევას და კონსტიტუციის გაყინვას…
რაც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს დაძაბულობის გამოწვევას, რის მეშვეობითაც, ნებსით თუ უნებლიეთ, (ამას ვუტოვებ) გარდაიქმნება ოცნების მოყვანილი პრეზიდენტიდან ნაცგაერთიანების კანდიდატად…
აქ ქვეყნის ინტერესები არ ჩანს, არსად!
პრეზიდენტი შეიძლება ასეთ ვაბანკზე მიდიოდეს, თუ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა ან მთავარი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დგება. ამ მძიმე არტილერიის გამოყენება პირადი პოლიტიკური ამბიციებისთვის და ანგარიშსწორებისთვის ამორალურიცაა და მიუღებელიც!” – მიიჩნევს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები