საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას დაესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.
ინაუგურაციის ცერემონიამდე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრას გამართავს.
სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის სახელით, დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ლანჩს დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები