აშშ-ში ყოფილ დიპლომატს ჩინეთისთვის საიდუმლო მასალების გადაცემაში ადანაშაულებენ

ყოფილ ამერიკელ დიპლომატს აშშ-სთვის საიდუმლო მასალების გადაცემაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
60 წლის კევინ მელორი, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, ჩიკაგოს საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული 16500 დოლარის გამო დაკითხეს, რომელიც მას ხელბარგით გადაჰქონდა.
„კევინ მელორს განსაკუთრებულად საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდა, რომელიც მან, სავარაუდოდ, ჩინეთს გადასცა და ამ პროცესის გაგრძელებას აპირებდა“ , – განაცხადა FBI-ის წარმომადგენელმა, ენდრიუ ვეილმა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მელორის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ძალზე სერიოზულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები