„არგუმენტებს მოკლებულია ოპოზიცის მცდელობა, მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ“

პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით – უსამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღნიშნული საკონსტიტუციო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.
„როგორც კომპენსატორი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2020 წლისთვის 5%-დან 3%-მდე დაგვეწია ბარიერი, რათა მეტი პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ნაბიჯიც, რა თქმა უნდა, კონსენსუსის მიღწევისთვის იქნა გადადგმული.
ამას გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით – ყველა ეს ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ და სახელისუფლო გუნდმა გადადგა რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარების მიზნით და ამას გარდა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზნით.
ასე, რომ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ – პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით – უსამართლო.
ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, თუ რამხელა მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით.
მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი, გადადგმული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები