უკრაინაში გეორგიევსკის ლენტის ტარებისთვის ჯარიმა გამოწერეს

უკრაინის ქალაქ დნეპრში (ყოფილ დნეპროპეტროვსკში) პოლიციელებმა გეორგიევსკის ლენტის გამოყენებისთვის ჯარიმა გამოწერეს. აკრძალული სიმბოლო სამართალდამცველებმა ამოიღეს. ამის შესახებ გამოცემა „ფაქტები და კომენტარები” იუწყება.
პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გააფორმეს. ჯარიმის ოდენობა არ სახელდება.
გეორგიევსკის ლენტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი უკრაინის უმაღლესმა რადამ 16 მაისს მიიღო. ის 15 ივნისს შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები