პოლონეთის პარლამენტმა კომუნისტური ძეგლების დემონტაჟს მხარი დაუჭირა

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს კანონში კომუნიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ,  რომელიც ქვეყანაში კომუნისტური ძეგლების დემონტაჟს ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Wiadomosci Onet-ი იუწყება.
კანონის ნორმები არ გავრცელდება იმ მონუმენტებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში არ მდებარეობს, მაგალითად სასაფლაოებსა და მუზეუმებში.
ასევე კანონი კრძალავს სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების სახელწოდებებში კომუნისტური და ტოტალიტარული ტერმინოლოგიის გამოყენებას.
პოლონური გამოცემის,  Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, მისი მოქმედება, დაახლოებით 490 ძეგლზე და მონუმენტზე გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები